ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკომისია უკრაინას მაკროფინანსური დახმარების სახით დამატებით ორ მილიარდ ხუთ მილიონ ევროს გამოუყოფს. მისივე განცხადებით 2023 წლისთვის დაფინანსების რეგულარულად გაცემით 18-ი მილიარდი ევროს გამოყოფა იგეგმება. ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის დახმარებას იმდენხანს, რამდენი ხანიც საჭირო იქნება.