უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო უნგრეთის ელჩს უწყებაში იბარებს და ბოდიშის მოხდას სთხოვს მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი საზოგადოებაში გამოჩნდა შარფით, რომელზეც უკრაინის გარკვეული ტერიტორია გამოსახული იყო, როგორც უნგრეთის ნაწილი, - ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.