ტყის მდგრადი მართვის პროექტის შედეგები შეაჯამეს ადიგენის მუნიციპალიტეტში. პროექტის ფარგლებში, ადიგენში ინვენტარიზაციის სამუშაოები 30 ათას ჰექტარზე ჩატარდა, მომზადდა ტყის მართვისა და რეკრეაციული განვითარების გეგმები და გადამზადდნენ სატყეო სააგენტოს თანამშრომლები. შეხვედრაზე, მხარეებმა, განხორციელებულ ღონისძიებებთან ერთად, სამომავლო ქმედებებსა და თანამშრომლობაზეც ისაუბრეს.