საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ წყალბადის ენერგეტიკის განვითარების საკითხებზე საერთაშორისო ფორუმი გამართა. ფორუმზე წყალბადის პროექტების დაფინანსების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. განიხილეს საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობები და წყალბადის საერთაშორისო ბაზრების პერსპექტივები. აღინიშნა, რომ საქართველო, როგორც ენერგეტიკული გაერთიანების წევრი, აქტიურად ერთვება სუფთა წყალბადის განვითარების ევროპულ პროცესებში.