თბილისის მერმა ასევე ისაუბრა დედაქალაქში გართულებულ სატრანსპორტო მოძრაობასა და მეტროსადგურებში არსებულ ვითარებაზე. კახა კალაძის განცხადებით ახმეტელის თეატრის, დიდუბის, დელისისა და ტექნიკური უნივერსიტეტის მეტროსადგურებზე დამატებითი ამოსასვლელები მოეწყობა. გარდა ამისა, მისი თქმით დაგეგმილია 12-ი მეტროსადგურისთვის მიწისზედა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაც. ამასთან დედაქალაქის მერის განცხადებით თბილისის მეტროს განახლების პროექტისთვის ხელშეკრულება კომპანია „მეტრო ვაგონმაშთან“ არ გაფორმდება, რადგან არსებობს საშიშროება, რომ ეს კომპანია სანქციების ქვეშ მოჰყვეს.