პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მებრძოლებს სპეციალური ოპერაციების ძალების დაარსების დღე მიულოცა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, სპეციალური ოპერაციების ძალები წარმოადგენს თავდაცვის ძალების გამორჩეულ ქვედანაყოფს, რომელიც იცავს ქვეყნის სუვერენიტეტს და ასევე მსოფლიოში სამშვიდობო ოპერაციებში ღირსეული მონაწილეობა აქვს მიღებული.