საქართველოს იურისტთა ასოციაციამ სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის მე16 ანგარიში გამართა. ანგარიში ასახავს 2021 წლის მარტიდან 2022 წლის სექტემბრისს ჩათვლით პერიოდში სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეთა განხილვის დროს გამოვლენილ ძირითად მიგნებებს, რომელთა საფუძველზეც საიამ რეკომენდაციები მოამზადა. საიას წარმომადგენლების თქმით, მიმდინარე საანგარიშო პერიოდში კვლავ უალტერნატივო აღკვეთის ღონისძიების სახეებად რჩება- გირაო და პატიმრობა. საიამ სასამართლო სხდომებზე დაკვირვებისას რამდენიმე მნიშვნელოვანი ტენდენცია გამოავლინა. მათ შორის სასამართლოს სუსტი კონტროლი და პოლიციელთა მიერ არასათანადო მოპყრობა, ფემიციდისა და ოჯახში ძალადობის მწვავე პრობლემა, ქორწინების იძულების ფაქტი.