ოფიციალური მოსკოვი იანვარში მობილიზაციის მეორე ტალღისთვის ემზადება. ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშჩენკო ტვიტერზე ავრცელებს. მისივე ცნობით, გაწვევის მეორე ტალღისთვის რუსეთი 500,000-დან 700,000-მდე სამხედროს მობილიზებას გეგმავს.