ინდონეზიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 252-მე გაიზარდა. დაღუპულთა შორის ბევრი ბავშვია, რადგან ნგრევის დროს ისინი სკოლებში იმყოფებოდნენ. 31 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. მიწისძვრის შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა, ხოლო 13 000-ზე მეტის ევაკუაცია მოხდა.