საქართველოდან რუსეთსა და თურქეთში რეექსპორტი გაორმაგდა, სომხეთში კი, თითქმის, გასამმაგდა. ამასთან, რეექსპორტი გაიზარდა აზერბაიჯანშიც. უფრო კონკრეტულად, საქსტატის მონაცემებით, წელს 10 თვეში საქართველოდან რუსეთში რეექსპორტზე 84 მილიონ 850 ათასი დოლარის პროდუქტი გავიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი დაახლოებით ამის ნახევარი.
თურქეთში წელს ათ თვეში თითქმის 30 მლნ დოლარის ღირებულების პროდუქტის რეექსპორტი განხორციელდა, გასული წლის 10 თვეში კი მხოლოდ 14 მილიონი დოლარის. რაც შეეხება სომხეთს, წელს იანვარ-ოქტომბერში 275 მილიონი დოლარის პროდუქტის რეექსპორტი მოხდა, მაშინ როცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდში მხოლოდ 95 მილიონის.
საინტერესოა, რომ ამ პერიოდში მეზობელ ქვეყნებში ყველაზე დიდი რაოდენობით გავიტანეთ მსუბუქი ავტომობილები, ელექტრული წყალგამახურებლები, სიგარები და თამბაქოს სხვა ნაწარმი, ასევე ნავთობი და ნავთობპროდუქტები.