თბილისში უძრავი ქონების დაქირავების ფასი სულ უფრო იზრდება. „თიბისი კაპიტალი“ თავის კვლევაში წერს, რომ ოქტომბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბილისში ქირა 120%-ით გაძვირდა და ერთ 1კვ.მეტრზე 11 დოლარს გადააჭარბა.
კვლევის თანახმად, 2022 წლის ოქტომბრის მონაცემებით, ქირის ფასი თბილისში წლიურად ყველაზე მეტად - 158%-ით, დიდ დიღომში გაიზარდა, მას მოსდევს ისანი - 146%-იანი ზრდით, მე-3 ადგილზე კი სამგორია, სადაც ქირის ფასი წინა წლის ოქტომბერთან შედარებით, 143%-ით არის გაზრდილი.