კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო პეკინში პარკები და მუზეუმები დაიხურა.
ჩინეთში, გასული დღის განმავლობაში, ინფიცირების 28 127 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც აპრილში ინფიცირების დღიურ პიკს მიუახლოვდა. ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ქალაქ გუანჯოუში და ჩუნცინის მუნიციპალიტეტში. დაინფიცირების შემთხვევებმა ახალ რეკორდს მიაღწია დედაქალაქ პეკინშიც, სადაც, გასული დღის განმავლობაში, 1 438 შემთხვევა დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ დაფიქსირდა კოვიდ 19-ით გარდაცვალების ორი ახალი შემთხვევაც.
პეკინში შესვლის წესები გამკაცრდა. სხვა ქვეყნებიდან ჩასულებმა საცხოვრებელი ადგილის დატოვების უფლების მოპოვებამდე სამი დღის განმავლობაში კოვიდ ტესტი უნდა ჩაიტარონ.