უმრავლესობამ სახალხო დამცველის პოსტზე წარდგენილ ყველა იმ კანდიდატს დაუჭირა მხარი, ვინც გასაუბრებაში მონაწილეობა მიიღო. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიციასთან კონსულტაციები უკვე დაწყებულია და თუკი პოლიტიკური სპექტრი კონკრეტულ კანდიდატზე შეჯერდება, 12 რეკომენდაციის ერთ-ერთი პუნქტი წარმატებით შესრულდება. ხელისუფლების ოპონენტებისთვის კი ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი ღია კენჭისყრაა, თუმცა მათთვის გაუგებარია, რომელ კანდიდატზე უნდა შეაჩერონ არჩევანი ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა.