ოპოზიციაში მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურებიან. როგორც სტრატეგია აღმაშენებლის წევრი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, ის პრეზიდენტის ინსტიტუტს პატივს სცემს, თუმცა თვლის რომ პირადად ზურაბიშვილმა პატივისცემა რომ დაიმსახუროს, მის ხელთ არსებული ბერკეტები უნდა გამოიყენოს და მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია შეიწყალოს.