ყიფშიძეების ცნობილი ოჯახის მიმართ საზოგადოების ინტერესი ყოველთვის დიდია. მსახიობი გიორგი ყიფშიძე თავის ათასობით გულშემატკივარს სოციალური ქსელის საშუალებით ხშირად ეკონტაქტება, უზიარებს ახალ ვიდეოებს და ახალ ინფორმაციებს.
რამდენიმე დღის წინ მან რამდენიმეწამიანი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც შეცვლილი იმიჯითაა. მის ახალ ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. დიდი ნაწილი ხაზს უსვამდა იმას, თუ როგორ დაიკლო წონაში მსახიობმა.
აღნიშნულს გიორგი ყიფშიძე ირონიულად გამოეხმაურა: "ავად ვარ და ვკვდები, დაკმაყოფილდა თქვენი ინტერესი?!"ზოგიერთმა მსახიობს ნარკოდამოკიდებულება შეახსენა, რის შესახებაც ყიფშიძეს არაერთხელ უსაუბრია სატელევიზიო ეთერში. მსგავს კომენტარებს მან ასე უპასუხა:
"არანაირი ნარკატა აღარაა ჩემს ორგანიზმში უკვე დიდი ხანია, ყველამ თქვენს სიმახინჯეებს მიხედეთ, სარკეში ჩაიხედეთ და მიხვდებით"... წაიკითხეთ სრულად