ფოტოკოლაჟზე: საბა მამფორიაშემზარავი ტრაგედია ზუგდიდში, ქალაქის ცენტრში წუხელ მოხდა. მოკლულია ზუგდიდის მე-3 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე, 15 წლის საბა მამფორია. როგორც ირკვევა, საბას თანატოლმა ცივი იარაღით მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა. დაჭრილი შველას ითხოვდა, ის მალევე გადაიყვანეს ზუგდიდის რეფერალურ კლინიკაში, მაგრამб სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. სავარაუდოდб მოზარდი სისხლისგან დაიცალა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო და სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს თანატოლის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი. მკვლელობაში ბრალდებული ზუგდიდის მე-7 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეა. ჩვენი ინფორმაციით, მან დანაშაული უკვე აღიარა. რა გახდა უმძიმესი ტრაგედიის მიზეზი, ამაზე ჯერჯერობით არავინ ლაპარაკობს. როგორც ირკვევა, მომხდარ მკვლელობას წინ უძღოდა თანატოლებს შორის ჩხუბი, რაც იქვე, სპორტულ მოედანზე დაიწყო და შემდეგ ცოტა მოშორებით გაგრძელდა.
მამუკა ბულია, ზუგდიდის რესურს ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი:
- ზუგდიდის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეა მოკლული. ძალიან მძიმე ფაქტი მოხდა. მესხიას ქუჩაზე, სპორტული მოედანია, ხელოვნურსაფარიანი და ახალგაზრდები თურმე იქ თამაშობდნენ. იქ მოსულა დაჭრილი ბავშვი. ხელი ეკიდა თურმე მუცელზე და იძახდა, - მიშველეთ, დაჭრილი ვარო. ბავშვი სისხლისგან იცლებოდა... ეს რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. მომხდარის დეტალები ჯერ არ ვიცით. ვიცით მხოლოდ ის, რომ პოლიციას გუშინ ორი პირი ჰყავდა დაკავებული. თუმცა მათგან ერთს, ზუგდიდის მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლეს წაუყენეს ბრალი. მეორეც ამავე სკოლის მოსწავლე იყო და ის გამოუშვეს. გამოძიება მიმდინარეობს.ორივე სკოლის სკოლის დირექტორს ვესაუბრე, ისინი კარგად ახასიათებენ როგორც მოკლულს, ასევე დაკავებულს. მკვლელობაში ბრალდებული სპორტსმენია, ამბობენ, აქამდე კონფლიქტი არასოდეს მოსვლია, მანდატურებს მასზე არასდროს უთქვამთ შენიშვნა, ისე მოვიდა მე-12 კლასამდეო.
დანაშაულის მიზეზი ნამდვილად არ ვიცით. გავრცელებული ინფორმაციით, საბას ჭრილობა ე.წ შტირით მიაყენეს... ეს ორი სკოლა ერთმანეთისგან ძალიან მოშორებულია და არ ვიცი იცნობდნენ თუ არა ისინი მანამდე ერთმანეთს. საბა დანახულის ადგილთან ახლოს ცხოვრობდა. მას ყველა დადებითად ახასიათებს.
პარასკევს სკოლაში, გაკვეთილზე მეჯდაო., - მითხრა მისმა ერთ-ერთმა პედაგოგმა, ძალიან მოწესრიგებული და კარგი ბიჭი, კარგი მოსწავლე იყოო. როგორც ირკვევა, დაჭრა სტადიონიდან ცოტა მოშორებით მოხდა და ამის შემდეგ დაჭრილი წამოვიდა მოედნისკენ და მოახერხა დახმარება ეთხოვა. ძალიან განვიცდით ყველანი, ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს...
მაიკო გუნია, საბა მამფორიას ცეკვის პედაგოგი:
- ძალიან ცუდად ვარ, ამ თემაზე ლაპარაკიც მიჭირს. წარმოუდგენელი ტრაგედიაა. როგორი თბილი და სიცოცხლით სავსე იყო საბა, როგორი წესიერი და მხიარული. როგორ შეიძლება საბაზე წარსულში ვისაუბრო. მსგავსი ადამიანი არ მინახავს. საოცარი ბიჭი. ამდენი წელია პედაგოგი ვარ და ასეთი მოსწავლე არ გვყოლია. სულ იცინოდა, უზომოდ თბილი და წესიერი... წაიკითხეთ სრულად