ქართველმა მთასვლელებმა ალპინიზმში ყველაზე პრესტიჟული ჯილდო „ოქროს წერაყინი“ დაიმსახურეს – არჩილ ბადრიაშვილმა, გიორგი ტეფნაძემ და ბაქარ გელაშვილმა მწვერვალი სარაგრარი დალაშქრეს, რომლის სიმაღლეც 7 300 მეტრია.
ქართველმა მთამსვლელებმა მწვერვალის დასალაშქრად ურთულესი მარშრუტი აირჩიეს, რაც საერთაშორისო ჟიურის მიერ განსაკუთრებულ მიღწევად შეფასდა. დაჯილდოების საზეიმო ცერემონია საფრანგეთის ქალაქ ბრიანსონში გაიმართა.
როგორც ერთ-ერთმა გამარჯვებულმა, ბაქარ გელაშვილმა აღნიშნა, ის ვერასდროს წარმოვიდგენდა, თუ ამ ჯილდოს ოდესმე მივიღებდით. გელაშვილის თქმით, აღნიშნული პრიზის მიღება მთასვლელების ოცნებაა“.