გორში საქართველოსა და უკრაინის ახალგაზრდული ნაკრებების ამხანაგური მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.
ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა სამი „ჯვაროსანი“ - მექვაბიშვილი, გოჩოლეიშვილი და წიტაიშვილი დაიმატა, მაგრამ გაციების გამო გოჩოლეიშვილმა და წიტაიშვილმა თამაში ვერ შეძლეს.
თავიდან სტუმრებმა შეუტიეს, შემდეგ კი უპირატესობას მასპინძლები დაეუფლენ, მომენტებიც შექმნეს, თუმცა გაგუასა და გულიაშვილის აქტიურობამ შედეგი ვერ გამოიღო. შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრები ბურთს ვერ იჭერდა, მეტოქის კარზე სახიფათო იერიშების მიტანა უჭირდა და გოლიც გაუშვა. მერე შორიდან ხვადაგიანმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.