ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს პირი, რომელიც თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ბინის შეძენით დაინტერესებულ პირებს ატყუებდა და აჩვენებდა იმ ტერიტორიებს, სადაც ვითომდა საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა უნდა დაწყებულიყო. ბრალდებული თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე დააკავეს.