ხელოვნების ძალა იწვევს ჩვენს გონებას და გავლენას ახდენს მასზე, ნერვებზე, მოგონებებზე, ემოციებსა და სულებზე. ის სამყაროში ჩვენს არსებობას საკუთარი სხეულიდან აღებული იმ ყალიბებისა და მოცულობების საშუალებით გამოხატავს, რომლებიც სიცარიელეს ავსებენ.ეს ნამუშევრები, რომლებიც დამთვალიერებლისთვის აღმოჩენისა და გამოხატვის საშუალებად შეიძლება იქცეს. ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, აზერბაიჯანელი ხელოვანის აიდა მაჰმუდოვას პერსონალური გამოფენაა, სახელწოდებით “სამოთხე მოიცდის“, ჭერიდან ჩამოკიდებული ტილოები და მისი სხვა მრავალფეროვანი ნამუშევრები იმედს იძლევიან და პეიზაჟებში ჩვენს მოგონებებსა და მომავლის ხედვებს დაგვანახებენ.
ნახატებზე შრეების დამატებასთან ერთად ხელოვანმა თავისი სამუშაო სფერო კიდევ უფრო გააფართოვა და ის სამგანზომილებიანი გახადა რასაც ქანდაკების მიმართ მსგავსი მიდგომის გამოყენება, ემოციური და ინტენსიური გარემოს შექმნა მოჰყვა. ხელოვანი ნელ-ნელა ამატებს ერთმანეთს ისეთი მასალის მრავალფეროვან სპექტრს, როგორებიცაა ქაღალდი, თიხა,საღებავი, ცემენტი, ქვა, ეპოქსიდის წებო და დაუმუშავებელი მარმარილო. მისთვის ეს მასალები ადამიანურ ხარისხს იძენს და ის მათ ერთმანეთთან დაკავშირების, ურთიერთობისა და ერთმანეთზე ზემოქმედების გზებს იკვლევს. ღრმად ინტუიციური ხელოვანი ამ ექსპერიმენტებს საკუთარი მატერიალური ზრდისა და ემოციური განკურნების იარაღად იყენებს.
რეალობა, რომელშიც ადამიანი თავს ყველაზე ღრმად გრძნობს, სწორედ ის მხატვრული სივრცეა, რომელსაც უნივერსალურ საარსებო გარემომდე მივყავართ. საკუთარ თავში ჩაკეტილობისგან გადასარჩენად აიდა მაჰმუდოვაც ერთგვარ ლანდშაფტამდე ან ლანდშაფტის რეალობამდე მიგვიძღვის.
მიუხედავად იმისა, რომ ხელოვანის მიერ გამოფენისთვის შექმნილი ლანდშაფტის რეალობა შესაძლოა, ერთი შეხედვით ძალიან პირადი და ძნელად გასაგები ჩანდეს, ის სინამდვილეში მე-ს პათოლოგიას აკრიტიკებს. ერთის მხრივ, ცხოვრება ჩვენს წინაშე მთელი თავისი ანატომიური რეალობით წარდგება, მეორე მხრივ კი ზოგ შემთხვევაში ცხოვრება პეიზაჟზე გაცილებით უფრო მეტს გვთავაზობს.
მნიშვნელობებისთვის ბარიერების მოხსნით ხელოვანი საზოგადოებას მეტი ღიაობისა და კრეატიულობისკენ მოუწოდებს.
გაბედული ინოვაციური მოქმედებით მაჰმუდოვა გვიჩვენებს, რომ კაცობრიობას შესაბამისი უნარებისა და ხელსაწყოების საშუალებით საზღვრების გადალახვა შეუძლია. გამოფენა „სამოთხე მოიცდის“ ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში 10 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.