სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა უწყებასთან არსებულ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა პლატფორმებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში 2022 წელს განხორციელებული საქმიანობის შეჯამება და მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგების შეფასება წარმოადგენდა.
ამასთან, სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა როგორც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე, ასევე მიმდინარე საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე. საბჭოსა და პლატფორმის წევრებმა მინისტრს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს და მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს, პლატფორმა სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით 2021 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს ერთი მხრივ, სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის გაძლიერებას, ხოლო მეორე მხრივ - ქალთა ჩართულობისა და როლის გაზრდას მშვიდობის მშენებლობის პროცესში.