საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ ფეისბუქ გევრდზე პოსტი სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ სააკაშვილისვე თხოვნით გამოაქვეყნა. საქმე ეხება გუშინ სააკაშვილის მოწამვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომელსაც ამ ეტაპზე მესამე პრეზიდეტნის ადვოკატი არ ადასტურებს. მიხეილ სააკშვილი კი პირად გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნავს რომ მას არცერთი მისი ადვოკატისთვის არ უთქვამს, რომ რაიმე სახის ეჭვი ქონდა სავარაუდო მოწამვლასთან დაკავშირებით და ხაზსს უსვამს, რომ სპეკულაციები ამ თემის გარშემო უადგილოა.