უკრაინის ვიცე-პრემიერი, ირინა ვერეშჩუკი ხერსონის მოსახლეობას ზამთრის პერიოდში ქვეყნის უსაფრთხო რეგიონებში ევაკუაციას სთავაზობს. ქალაქში არსებული მძიმე მდგომარეობისა და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემების გათვალისწინებით, შეთავაზება განსაკუთრებთ ეხებათ მოქალაქეების ისეთ დაუცველ კატეგორიებს როგორებიც არიან ბავშვებიან ქალები, მოხუცები და შეზღუდული გადაადგილების მქონე პირები. ვიცე პრემიერის თქმით, ევაკუირებულები უზრუნველყოფილი იქნებიან უფასო საცხოვრებლით თავშესაფრებში, ჰუმანიტარული დახმარებით, საკვებითა და სამედიცინო დახმარებით.
აქვე, ზამთარში უკრაინული ძალების მხადაჭერასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი და აღნიშნავს რომ შტატები მოწოდებულია რომ უკრაინას ზამთრის პერიოდში მიაწოდოს საჭრო იარაღი, საბრძოლო მოქმედებების ჩასატარებლად, რათა უკრაინამ შეძლოს დაიბრუნოს ყველა სუვერენული ტერიტორია