ინგლისში, აუქციონზე Henry Aldridge & Sons „ტიტანიკთან“ დაკავშირებული ნივთები გაიყიდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ლოტი ჯიბის საათი იყო, რომელიც ვინმე ოსკარ სკოტ ვუდის ეკუთვნოდა. ის £98 ათასად გაიყიდა. ვუდი ცნობილი გემის აისბერგთან შეჯახების შემდეგ ჩაიძირა. მისი საათის ატლანტის ოკეანიდან კატასტროფიდან ერთი თვის შემდეგ ამოიღეს და მის მეუღლეს გადასცეს.საათის გარდა აუქციონზე გაიყიდა გემის პირველი კლასის მენიუ, რომელშიც £50 000 გადაიხადეს, პირველი კლასის მგზავრთა სიაში კი მყიდველმა £41 000 გაიღო.