მას შემდეგ, რაც კანადის პრემიერმინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ, რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომში მხარდაჭერა უკრაინას გამოუცხადა, ვლადიმერ პუტინმა კანადის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების შედეგად კანადის 100 მოქალაქეს აეკრძალა რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა. მოქალაქეებს შორის მოხვდნენ მსახიობი ჯიმ კერი და მწერალი მარგარეტ ეტვუდიც.
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული სია საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა და განაცხადა: "ჯასტინ ტრუდოს მიერ რუსეთის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების საპასუხოდ, 100 კანადელ მოქალაქეს აეკრძალება რუსეთში შემოსვლა."
სიაში ძირითადად ჟურნალისტები და პოლიტიკოსები შედიან. მათ შორისაა, რა თქმა უნდა, თავად ჯასტინ ტრუდოც.
სიის დანარჩენი წარმომადგენლები ჯერ რას ფიქრობენ, არ ვიცით, თუმცა ჯიმ კერიმ და მარგარეტ ეტვუდმა უკვე გაგვიზიარეს თავიანთი აზრი ტვიტერზე."ჯანდაბა! ჯიმ კერის და მე პატარა, სახალისო მოგზაურობა გვქონდა დაგეგმილი მოსკოვში. როგორც ჩანს, კიევში მოგვიწევს წასვლა."
მწერალი არც ჯიმ კერის დაუტოვებია პასუხის გარეშე.
"დიახ, მარგარეტ ეტვუდ, ვშიშობ, ყველაზე დიდი საშინელება დატრიალდა ჩვენს თავს. რუსეთში აღარ შეგვესვლება. მაგრამ კანადელების პრობლემები ლობიოს გროვასაც კი ვერ გაუტოლდება ამ გიჟურ სამყაროში. ჩვენ ყოველთვის გვექნება პარიზი.
ინფორმაციისთვის, "ჩვენ ყოველთვის გვექნება პარიზი" ცნობილი ფრაზაა ფილმიდან კასაბლანკა, რომელიც სიყვარულის, მეორე მსოფლიო ომისა და ნაცისტებისგან გამოქცეული ადამიანების შესახებ გვიყვება.