Twitter-ის ახალმა მფლობელმა ილონ მასკმა აშშ-ს პრეზიდენტის ანგარიში აღადგინა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ასეთი გადაწყვეტილება მასკმა სოციალურ ქსელში ჩატარებული გამოკითხვის შემდეგ მიიღო. გამოკითხულთა 52%-მა ხმა ტრამპის ანგარიშის აღდგენის სასარგებლოდ, 48%-მა კი ამის წინააღმდეგ მისცა. სულ გამოკითხვაში 15-მა მილიონმა ადამიანმა მიიღო.
Twitter-ის ძველმა მენეჯმენტმა ტრამპის ანგარიში 2021 წელს დაბლოკა, მას შემდეგ რაც ყოფილი პრეზიდენტის მომხრეებმა კაპიტოლიუმზე შტურმი განახორციელეს. მაშინ კომპანიაში ჩათვალეს, რომ პოლიტიკოსის ტვიტებმა შესაძლოა სოცქსელის მომხმარებლებს არეულობასა და ძალადობისკენ მოუწოდოს. ტრამპის ანგარიშები დაბლოკა ასევე Facebook-ზე, Youtube-სა და Instagram-ზე.
თავად ტრამპი აცხადებდა, რომ უპირატესობას საკუთარ სოციალურ ქსელს Truth Social ანიჭებს და Twitter-ზე დაბრუნებას არ აპირებს.