რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. პესკოვის განმარტებით, ლიდერების შეხვედრა 23 ნოემბერს, ერევანშია დაგეგმილი.