უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩევლის, იური საკის განცხადებით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვა რუსული ტაქტიკაა, რომლის მიზანი ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხება და "უკრაინელების გაყინვაა". მისი თქმით, რუსეთი ბრძოლის ველზე ვერაფერს აღწევს და სასოწარკვეთილი ეძებს გზას, რომ ფრონტზე ოპერაციულ პაუზას მიაღწიოს. შაბათ-კვირას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რამდენჯერმე დაბომბეს. რუსები და უკრაინელები თავდასხმაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.