თავდაცვის ძალების სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტს ახალი შენობა გადაეცა. რეაბილიტირებული და გარემონტებული შენობა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა საზეიმოდ გახსნეს და შესრულებული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.