სულ მცირე 44 ადამიანი დაიღუპა და 300-მდე დაშავდა ინდონეზიაში დღეს მომხდარი მიწისძვრის შედეგად. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, სკოლები, საავადმყოფოები და ადმინისტრაციული შენობები. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.