ბათუმის პორტში სამართალდამცავები და გამნაღმველები არიან მობილიზებული. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ გემზე გამნაღმველები ნაღმს ეძებენ.
როგორც პროფკავშირების წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, პორტის ადმინისტრაციაში უცნობმა პირმა დარეკა და თქვა, რომ გემი, რომელიც გასვლას გეგმავდა, დანაღმულია.