ექიმების განმარტებით ე.წ. ჰონგ-კონგის ტიპის ვირუსი დაახლოებით ხუთი დღე გრძელდება. ვირუსი ძირითადად ბავშვებში ვრცელდება, სეზონური ვირუსის პიკს კი ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში ელოდებიან. სპეციალისტების რეკომენდაციები იგივე რჩება, ხელის დეზინფექცირება, პირბადე და სასურველია, გრიპის შემთხვევაში, სახლში დარჩენა.