საქართველოსა და აზიის განვითრების ბანკს შორის "ფისკალური მდგრადობისა და სოციალური დაცვის პროგრამის შესახებ" შეთანხმებას ხელი მოეწერა. პროგრამით გათვალისწინებულია აზიის განვითრების ბანკის მიერ 100 მილიონზე მეტი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფა, რომლის მიზანი ქვეყნის მდგრად და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდის ხელშეწყობა იქნება.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გამოყენებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცების მნიშვნელობას.