პროკურატურის შუამდგომლობისა და წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, ყოფილი მსჯავრდებული გაამართლა. იმჟამინდელი ბრალდების თანახმად, ბრალდებულმა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით ქედის რაიონში მდებარე 7 ათასამდე კვ.მ ფართის, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირა, რითაც სახელმწიფოს 11 000 ლარის ზიანი მიაყენა.
ხელახალი გამოძიების პროცესში დადასტურდა, რომ ბრალდებულმა 2010 წლის 10 მაისს სრულიად კანონიერი მოთხოვნით მიმართა საჯარო რეესტრს, რომ მისთვის 1998 წელს სოფელ ორცვას მეკომურთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე გადაცემული მიწის ნაკვეთი დაერეგისტრირებინა.