თბილისში, პეტრიაშვილის ქუჩაზე მცირეწლოვანი პიტბულმა დაგლიჯა. 1 წლამდე ბავშვი ციციშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც „პალიტრანიუსს“ კლინიკაში განუცხადეს, ბავშვის მდგომარეობაა მძიმეა. მას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.
შემთხვევის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელშიც ვრცელდება.
„პეტრიაშვილზე წლის ბავშვი თავისივე სახლში პიტბულმა დაგლიჯა. გადარჩება თუ არა, არ იციან. მამამ ძლივს გამოგლიჯა“, - წერს ფაქტის ერთ-ერთი თვითმხილველი.