საქართველოზე გამავალი სატრანზიტო ტრაილერების რაოდენობა ისევ რეკორდულად იზრდება. ოქტომბერში ქვეყნის ბიუჯეტში გზის გამოყენების საფასური 39-ი ათას 300-მა სატვირთომ გადაიხადა. ჯამური თანხამ კი თითქმის 14 მლნ ლარს მიაღწია. წლევანდელი ოქტომბრის მონაცემს, გასული წლის ოქტომბრის მონაცემს თუ შევადარებთ, დერეფანში ტრაილერების რაოდენობა 37% -ით არის გაზრდილი.
რაც შეეხება სახელმწიფო ხაზინის იანვარ- ოქტომბრის ჯამურ მონაცემებს, გზათსარგებლობიდან მიღებულმა შემოსავალმა 98 მლნ ლარს გადააჭარბა. შემოსავლების ზრდა ორმა ფაქტორმა განაპირობა - საქართველოს დერეფანში გაიზარდა სატვირთო გადაზიდვები, ასევე მიმდინარე წლიდან გაძვირდა გზათსარგებლობის საფასური და 200 ლარის ნაცვლად 350 ლარს შეადგენს.