მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 33.5%-ით გაიზარდა - Palitra News

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 33.5%-ით გაიზარდა

2022-11-21 13:23:43+04:00

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 33.5%-ით გაიზარდა და 15 მლნ 228 ათასს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. აქედან ექსპორტიდან შემოსავლები 4 -ნახევარ მლნ. აშშ დოლარს, ხოლო იმპორტი თითქმის 11 მლნ დოლარს აღწევს.

საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა. ხოლო რაც შეეხება უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფს, მსუბუქი ავტომობილები ლიდერობს.