"გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში, “ლიბერთი” აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრების სერიას აგრძელებს. ამჯერად, “ლიბერთი” პარტნიორებთან ერთად გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში შიდა ქართლის რეგიონის აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.
"ბიზნეს დიალოგის” სპიკერებმა, ლიბერთის, სოფლის განვითარების სააგენტოს (RDA), სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში“, მერსი კორფსისა და ,,ნიუ ვიჟენ“ დაზღვევის წარმომადგენლებმა ისაუბრეს სოფლის მეურნეობისა და მცირე ბიზნესის განვითარებისთვის არსებულ ყველა იმ შესაძლებლობაზე, რაც დღეს მოქმედ კომპანიებს ხელს შეუწყობს, კიდევ უფრო გაზარდონ საკუთარი ბიზნესი.
ლიბერთის ინიციატივა ,,ბიზნეს დიალოგი“ წარმოადგენს რეგიონალური შეხვედრების სერიას, რომლის ფარგლებში, პარტნიორებთან ერთად, საქართველოს ყველა რეგიონში ტარდება შეხვედრები აგრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან. ამ შეხვედრების მიზანია, რეგიონებში უშუალო კავშირი, როგორც ამჟამად არსებულ, ასევე პოტენციურ მომხმარებლებთან.
დიალოგის ფორმატი, კარგი საშუალებაა, ბანკმა და რეგიონში დასაქმებულმა მეწარმეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარონ და შეისწავლონ აგრო და ბიზნეს კომპანიების საჭიროებები და სურვილები. შეხვედრისას ლიბერთიმ, შესაძლებლობებთან ერთად, პარტნიორებს და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს მომავალში დაგეგმილი სამომავლო პროექტებიც გააცნო. მსგავსი ტიპის შეხვედრები როგორც ბანკისთვის, ასევე ბიზნესისთვის ყოველთვის ნაყოფიერია და იდეების ურთიერთგაზიარება, ახალი საბანკო შეთავაზებების შექმნას და მცირე და საშუალო ბიზნესთან მჭიდრო თანამშრომლობას ხელს უწყობს.