სადაზღვევო კომპანია "ალდაგი", სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიების, „ფერმერის დღე 2022-ის“ მხარდამჭერია, რომლის მიზანი ქართული პროდუქტის პოპულარიზაცია და ფერმერების წახალისება იყო.
ღონისძიებაზე წლის ფერმერები 11 ნომინაციაში შემთხვევითობის პრინციპით გამოვლინდნენ. თითო ნომინაციაზე წარდგენელი იყო 3 ნომიმანტი, საერთო ჯამში, 36 ფერმერი, რომლებიც შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით შეირჩნენ.
აღსანიშნავია, რომ „ფერმერის დღე 2022-ის“ დაჯილდოების ცერემონიალს 200-ზე მეტი სტუმარი მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოს, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო, დონორი ორგანიზაციების, სექტორული ასოციაციიებისა და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელი ფერმერი ესწრებოდა.