აშშ-ში, კოლორადოს შტატში ღამის კლუბზე შეიარაღებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავეს. „ბიბისის“ ცნობით, ეჭვმიტანილი პოლიციის ზედამხედველობის ქვეშაა და მას ექიმები ჭრილობებზე მკურნალობენ. ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აღნიშნულ ფაქტზე განცხადება გაავრცელა და აღნიშნა რომ ამერიკელებს „არ შეუძლიათ და არ უნდა მოითმინონ სიძულვილი“.
ცნობილი ხდება, რომ ეჭვმიტანილი კლუბის ტერიტორიაზე შაშხანით შევიდა. პოლიციაში განაცხადეს, რომ გამოძიება განიხილავს, იყო თუ არა ეს სიძულვილით მოტივირებული დანაშაული და მასში იყო თუ არა ერთზე მეტი პირი ჩართული.
შეგახსენებთ რომ ბოლო მონაცემებით, სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა კოლორადოს შტატში მას შემდეგ, რაც შეიარაღებულმა პირმა გეი კლუბში ცეცხლი გახსნა.