კალიფორნიის შტატის ქალაქებში, დევისსა და სან-ფრანცისკოში, ქართული ღვინის რიგით მეხუთე ფორუმი გაიმართა. ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით გამართული ღონისძიებები, „საფერავის ფესტივალს“, ღვინის დეგუსტაციასა და კონფერენციას მოიცავდა, რომლის ფარგლებში განიხილეს ქართული ღვინის ამერიკის ბაზარზე დამკვიდრების სტრატეგია და მისი მარკეტინკული პოტენციალი. ღონისძიებების ორგანიზატორი საქართველო-ამერიკის ბიზნეს საბჭო იყო.