გარემოს დაცვისა სამინისტროსა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, "ფერმერის დღე 2022"-ის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ გახსნა. ასევე სიტყვით გამოვიდნენ ამერიკისა და ევროკავშირის ელჩებიც.
გამარჯვებულ ფერმერებს, სპეციალური ჯილდოები და დიპლომები ღონისძიებაზე სიტყვით გამომსვლელებმა გადადცეს. დაჯილდოვების დასრულების შემდგომ კი ფერმერთა პროდუქციის დეგუსტაცია გაიმართა.