Reebok International Limited ამერიკული სპორტული ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის მწარმოებელი, რომელიც ამჯერად Authentic Brands Group-ის ნაწილია. კომპანია ინგლისში 1958 წელს დაარსდა. 1958 წლიდან 1986 წლამდე ბრენდის ლოგოში დიდი ბრიტანეთის დროში იყო გამოსახული კომპანიის წარმოშობის აღსანიშნავად. სპორტსმენთა ჩამონათვალი, რომელთა გამარჯვებები Reebok-თან ერთად ხორციელდებოდა - საკმაოდ დიდია. თუმცა, ყველაფერს ეტაპობრივად და თანმიმდევრულად მივყვეთ.
ყველაფერი 1895 წელს დაიწო, როდესაც Joseph William Foster გადაწყვიტა მარათონში მიეღო მონაწილეობა. სირბილით სერიოზულად გატაცებამ სპორტული ფეხსაცმლის ვარგისიანობაზე დააფიქრა. იმ დროისათვის სარბენი ფეხსაცმლის არჩევანი ძალიან მწირი იყო. ასე, 14 წლის ასაკში დაიწყო მუშაობა თავის პირველ ფეხსაცმელზე, რომელიც მისი აზრით საჭირო იყო სირბილისას კომფორტისა და სასურველი მოჭიდების შესაქმნელად. და, რამდენიმე თვეში წარმოადგინა ყველაზე ადრეული წვეტიანი- ე.წ. „შიპებიანი“ სარბენი ფეხსაცმელი. თავდაპირველად მისი ინოვაცია განსხვავებული აზრით შეიმკო. იყვნენ სკეპტიკურად განწყობილებიც და სპორტსმენთა ნაწილი, რომელთაც ასევე მოისურვეს ასეთივე სარბენი ფეხსაცმელი. შესაბამისად ფორესტმა დაიწყო ფეხსაცმლის წარმოება ისე, რომ სულაც არ უფიქრია ამ საქმის წამოწყება. ერთ წელიწადში უკვე მთელი გუნდი მისი შეკერილი ფეხსაცმლით იღებდა მონაწილეობას შეჯიბრში.
მას შემდეგ რაც შეკვეთებმა იმატა და ჯოზეფი მიხვდა რომ საქმის წარმოებას დამოუკიდებლად ვერ შეძლებდა, მისი პირველი შეკერილი ფეხსაცმლიდან სულ რაღაც 5 წელიწადში, კერძოდ, 1900 წელს კომპანია "J.W. Foster" დააფუძნა. ასე წლიდან წლამდე იზრდებოდა შეკვეთები და რა თქმა უნდა ერთმა შემთხვევამ განაპირობა კომპანიის სამომავლო გზაც. 1904 წელს მორბენალმა ალფრედ შრაპმა იმ დროისათვის რეკორდი დაამყარა 50 წუთსა და 40 წამში 10 მილის გარბენით. შეჯიბრში სპორტსმენი კომპანია J.W. Foster-ის ფეხსაცმლით იღებდა მონაწილეობას. ვაჟების შემომატების შემდეგ ბიზნესის სახელწოდება მოგვიანებით შეიცვალა და J.W. Foster and Sons - შეერქვა. შემდგომ, ფოსტერმა გახსნა პატარა ქარხანა, სახელწოდებით Olympic Works, და თანდათანობით გახდა ცნობილი სპორტსმენებს შორის. სწრაფვა უნიკალური პროდუქტის შესაქმნელად იმდენად დიდი იყო, რომ არსებული რესურსებით დაიწყო აღმოჩენების გაკეთება, რქაც იმ დროისათვის ინოვაცია იყო. ასე, 1909 წელს მოიგონა ფეხსაცმლის საზომი შკალა, რომლის დახმარებით ფეხსაცმლის შეკვეთა მოცემული პარამეტრების მიხედვით იყო შესაძლებელი. და, კიდევ ერთი, პირველად ისტორიაში შექმნა სავაჭრო ხაზი. ახლა უკვე ქარხანაში მხოლოდ ფეხსაცმელი კი არ იწარმოებოდა, არამედ ეკიპირებაც. დაიწყო ფეხსაცმლის გავრცელება გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით. არსებობის 15 წლის განმავლობაში კომპანია მოწინავე იყო სპორტული ფეხსაცმლის წარმოების მხრივ, მით უფრო რომ დროთა განმავლობაში დაიწყო ფეხსაცმლის წარმოება ჰოკეის, რაგბის, ბოქსის, სპორტული სიარულისა და ფეხბურთისათვის. აღსანიშნავია რომ ამ მოდელების წარმოების პროცესში თავად დამფუძნებელი ჯოზეფ უილიამ ფოსტერი იყო ჩართული. საწარმო საგრძნობლად გაიზარდა, რამდენიმე ცვლაში მიმდინარეობდა მუშაობა თითქმის უწყვეტად. წარმატებების კიდევ ერთი ტალღა 1924 წელს ოლიმპიური ჩემპიონის Harold Abrahams მიერ ზაფხულის ოლიმპიადაზე, 100 მეტრის გარბენით დაიწყო, რომელიც პარიზში გაიმართა.
გარკვეული ფინანსური პრობლემების შემდეგ, ადიდასმა 2021 წლის თებერვალში გამოაცხადა Reebok-ის ბრენდის გაყიდვის შესახებ, რადგან გერმანელი სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელი აგრძელებდა მუშაობას ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში რათა დაებრუნებინა ძველი მაჩვენებლები. დაახლოებით 250 მილიონი ევროს საოპერაციო მოგებაზე დანახარჯებიდან, რათა Reebok-ის ბრენდი დამოუკიდებელ კომპანიად ექცია. 2021 წლის ივლისში Adidas-მა ბრენდის პრეტენდენტები შეადგინა, ფინალისტი კომპანიები იყვნენ Wolverine World Wide და Authentic Brands Group ერთობლივი გარიგებით, კერძო ინვესტიციების კომპანიები Advent International, CVC, Cerberus Capital და Sycamore Partners, ბოლო ვადა 2021 წლის აგვისტომდე იყო დადებული. შარშან, 12 აგვისტოს გამოცხადდა, რომ Authentic Brands Group შეიძინა Reebok-ის ბრენდი Adidas-ისგან 2,5 მილიარდ დოლარად. 2022 წლის 1 მარტს შესყიდვა დასრულდა.
Reebok-ის მთავარი ოფისი ბოსტონში, მასაჩუსეტსში მდებარეობს, საზღვაო პორტის ოლქში. Reebok EMEA (ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, აფრიკა) აქვს თავისი რეგიონული ოფისი ამსტერდამსა და ნიდერლანდები. კომპანიის დამატებითი რეგიონული ოფისები პანამაში, შანხაიში, სინგაპურსა და ტორონტოში მდებარეობს.
Reebok შეიმუშავებს, აწარმოებს, ავრცელებს და ყიდის ფიტნესის, სირბილისა და CrossFit სპორტულ ტანსაცმელს, ფეხსაცმელსა და აქსესუარებს. კომპანიამ გამოუშვა ფეხსაცმლის მრავლობით ცნობილი სტილი, მათ შორის 1982 წელს Reebok Freestyle, რომელიც წარმოებული იყო ქალებისთვის. 1980-დან 1990-იანი წლების დასაწყისამდე აერობიკის ტენდენციის შედეგად Reebok-მა ასევე გამოუშვა სავარჯიშო პროგრამები სახელწოდებით Reebok Step დაწყებული. ბრენდმა ასევე წარმოადგინა მათი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხსაცმელი, Reebok Pump. ფეხსაცმლის კოლექცია გამოიცა, როგორც მამაკაცის კალათბურთის ფეხსაცმელს მსოფლიოში პირველ სრულად რეგულირებადი მორგებით, რომელიც კონტროლდება მექანიკური ჰაერის გამოყოფით.