სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, თურქეთის სამხედრო ოპერაციას სირიის ჩრდილოეთში სულ მცირე 31 ადამიანი ემსხვერპლა. მთავარი სამიზე ქურთული სამხედრო დაჯგუფებები იყო, რომლებიც ოფიციალური ანკარას მტკიცებით, სტამბოლის ტერაქტის უკან დგანან. ქურთები სტამბოლის აფეთქებასთან ყოველგვარ კავშირს უარყოფენ