35 წლის ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა იტაკლიაში გამართულ ATP - წლის შემაჯამებელ ტურნირზე შესანიშნავი გამოსვლის შემდეგ აღნიშნული ტურნირი კარიერაში მეექვსედ მოიგო და შვეიცარიელი როჯერ ფედერერის მიღწევა გაიმეორა. სერბ ჩოგბურთელს ATP - წლის შემაჯამებელ ტურნირი ბოლოს 2015 წელს ჰქონდა მოგებული.
ტურინში მიმდინარე ტურნირზე ჯოკოვიჩმა ჯგუფური ეტაპი დამაჯერებლად გაიარა და ფინალში ნორვეგიელი კასპერ რუდი ანგარიშით 7:5, 6:3 დაამარცხა. სერბისთვის ეს მიმდიანრე სეზონში მეხუთე ტიტულია და პირველ ჩოგანს ახალგაზრდა ესპანელ კარლოს ალკარასს გაუთანაბრდა. ჯოკოვიჩმა მოგების შემდეგ 4 740 300 დოლარი გამოიმუშავა.