საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები წლის ბოლო შეხვედრას უკრაინელი თანატოლების წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი დღეს 18:00 სააათზე, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
რამაზ სვანაძის ნაკრებმა წლის ბოლო შეკრების ფარგლებში უკვე ითამაშა ისრაელის წინააღმდეგ და 1-2 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრულ ნაკრებს ეროვნული ნაკრებიდან 3 ფეხბურთელი გიორგი წიტაიშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი და ანზორ მექვაბრიშვილი დაემატნენ. მაროკოსთან გამართულ ახმანაგურ მატჩში, სამივე მათგანმა მიიღო მონაწილეობა - მათ შორის გიორგი გოჩოლეიშვილმა, რომელსაც ეროვნული გუნდის რიგებში დებიუტი ჰქონდა და მინდორზე 90 წუთი გაატარა.
შეგახსენებთ, რომ საქართველო 2023 წლის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს, სადაც ჩვენი ნაკრები ჯგუფში A ჯგუფში პორტუგალიის, ბელგიის და ნიდერლანდების ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.