2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატმა ყატარში სტარტი აიღო. პირველ მატჩში ტურნირის მასპინძელმა ყატარმა ეკვადორს უმასპინძლა. ყატარის ნაკრები აზრიის ჩემპიონია და ბოლო 5 შეხვედრაა არ დამარცებულა, ასევე გამორჩეული მოსამზადებელი ეტაპი ჰქონდა ეკვადროსაც, რომელსაც 7 თამაში არ ჰქონდა გოლი გაშვებული.
შეხვედრის სტარტზე ეკვადორელთა კაპიტანმა ვალენსიამ საკუთარი ნაკრები დააწინაურა, თუმცა ვარ-მა თამაშგარის გამო ეს გოლი გააუქმა, თუმცა მე16 წუთზე სტუმრებმა მაინც შეძლეს ანგარიშის გახსნა, ყატარის მეკარემ საჯარიმოში ვალენსია წააქცია, რომელმაც თავის შანსი გამოიყენა და თერთმეტრიანით 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი გოლი გაიტანა და ამავდროულად გახდა რეკორდსმენი, რადგან ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, რომელმაც გახსნით შეხვედრაში გოლი გაიტანა. ამის შემდეგ ეკვადორმა მასპინძლების პასიურობა კიდევ ერთხელ გამოიყენა და 33 წლის ფორვარდმა დუბლის გაფორმება შეძლო და გახდა მეორე ფეხბურთელი ისტორიაში, რომელმაც გახსნით მატჩში დუბლი შეასრულა. ამის შემდეგ სამხრეთ ამერიკელებს მეტოქის კართან ბევრი სახიფათო მომენტი აღარ შეუქმნიათ და მატჩში საბოლოოდ გამარჯვებამდე მიიყვანეს.
დღეს კიდევ სამ შეხვედრას იხილავს გულშემატკივარი. 17:00 საათზე ინგლისის ნაკრები ირანს დაუპირისპირდება, 20:00 საათზე ნიდერნადები სენეგალთან მოსინჯავს ძალებს, ხოლო 23:00 საათზე აშშ-სა და უელსის მატჩი გაიმართება.