შეიარაღებულმა მამაკაცმა აშშ-ის კოლორადოს შტატში, ღამის გეი კლუბში ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 5 ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა.
BBC-ის ინფორმაციით, თავდასხმაში ეჭვმიტანილი დაკავებულია.
აღსანიშნავია, რომ თავდამსხმელს კლუბში მყოფი ორი ადამიანი დაუპირისპირდა და მისი შეჩერება შეძლო.
პოლიცია აცხადებს, რომ გამოძიება განიხილავს, იყო თუ არა ეს სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაული და მონაწილეობდა თუ არა მასში ერთზე მეტი პირი.
მომხდარს აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამერიკელებმა არ უნდა დაუშვან და აიტანონ სიძულვილი.