ირანის უსაფრთხოების ძალებმა ქვეყნის დასავლეთით, ქურთისტანის რეგიონში მთავრობის საწინააღმდეგო აქციაზე ოთხი ადამიანი მოკლეს. სამხედროების ძალადობასა 16 წლის სკოლის მოსწავლე და სკოლის მასწავლებელიც ემსხვერპლნენ, ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
დასავლური მედიის ინფორმაციით, ირანის ხელისუფლებამ ქურთისტანის რეგიონში ჯარები შეიყვანა და მოსახლეობის წინააღმდეგ ზეწოლა გააძლიერა. ირანში საპროტესტო გამოსვლები სექტემბერში მას შემდეგ დაიწყო, რაც 22 წლის ირანელი ქურთი გოგონა მორალის პოლიციამ დააკავა, რის შემდეგაც იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა.