უკრაინის გენპროკურორის ანდრეი კოსტინის თქმით, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე - ხარკოვის, დონეცკისა და ხერსონის ოლქებში 700-ზე მეტი ადამიანის ცხედარი იპოვეს. მისი ინფორმაციით, ცხედრები ბოლო 2 თვის განმავლობაში აღმოაჩინეს.
მოკლულთა თითქმის 90% მშვიდობიანი მოქალაქეა. უკრაინის გენპროკურორის თქმითვე, ნაპოვნია 20-ზე მეტი ადგილი, სადაც უკრაინის მოქალაქეები უკანონოდ დააკავეს და გაასამართლეს.